ტრენინგი მასწავლებლებისთვი "სამშვიდობო კულტურის დანერგვა სკოლაში: პრაქტიკული მიდგომები და გამოწვევები“

27-29 იანვარს, ქალაქ თელავში ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა ჩაატარა რიგით მესამე ტრენინგი თემაზე - "სამშვიდობო კულტურის დანერგვა სკოლაში: პრაქტიკული მიდგომები და გამოწვევები“. ტრენინგში ძირითადად მონაწილეობდნენ კონფლიქტით დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლების პედაგოგები.
სესიების განმავლობაში მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია/შეისწავლეს:
როგორ განავითარონ, შეიმუშავონ და განახორციელონ საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.
როგორ მოამზადონ საპროექტო წინადადება და ჩართონ მასში მოსწავლეები, მათი ოჯახები და საზოგადოების სხვა წევრები.
სესიის ბოლო დღე მასწავლებლების მიერ შემუშავებული ინიციატივების განხივლას დაეთმო.
საბოლოო ეტაპზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ შიდა დაფინანსებით სკოლებში განახორციელონ საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.
ტრენინგი ჩატარდა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.