საჯარო დისკუსია ქ. ჯვარში

5 ოქტომბერს, ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით, ჯვარის პროფესიულ კოლეჯ ,,ლაკადაში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების საზოგადოებრივი და პოლიტიკური განზომილება“.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი და ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი,

დისკუსია ტარდება პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის” ფარგლებში რომელიც ხორციელდება ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსებთან“ თნამშრომლობით და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.