ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის VI შეხვედრა

20-21 სექტემბერს, სასტუმრო  ბეტსი-ში გაიმართა ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის VI შეხვედრა სომეხი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით:  დიალოგის  თემა იყო: „საქართველო-სომხეთის ურთიერთობები: საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები“

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა  ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე,  საკონსტიტუციო რეფორმებსა და საარჩევნო პროცესებზე.  მონაწილეების მიერ მოხდა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

კონფერენცია დახურული იყო და  „ჩეთემ ჰაუსის“ პრინციპით გაიმართა.  

„ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგი“ ითვალისწინებს თემატური სემინარების, შეხვედრებისა და კონფერენციების ციკლის ჩატარებას და ორმხრივი საექსპერტო თანამშრომლობისათვის მუდმივმოქმედი ფორმატის სახის მიცემას..

ქართული მხრიდან წამყვანი ორგანიზაცია არის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, ხოლო სომხური მხრიდან - კავკასიის ინსტიტუტი. შეხვედრა ტარდება ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდის კავკასიის ბიუროს ხელშეწყობით

შეხვედრაში მონაწილე სომეხ ექსპერტებთან ინტერვიუები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

დავით შაჰნაზარიანი: http://netgazeti.ge/news/221769/ 

ჰრანტ მიკაელიანი: http://netgazeti.ge/news/221505/